LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარა დელევინი, შესაძლოა, ბონდის გოგონა გახდეს

23

თავის დროზე, ჯეიმს ბონდის გოგონას როლები ჰოლი ბერიმ, ევა გრინმა, ოლგა კურილენკომ და სხვა ლამაზმანებმა შეასრულეს. ამჯერად კი ეს საპატიო როლი წილად, შესაძლოა, კარა დელევინს ხვდეს.

როგორც აღმოჩნდა, კარამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის ხელმძღვანელობაზე, როდესაც ამ უკანასკნელებმა „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ ნახეს, სადაც ლამაზმანი ერთ-ერთ როლს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან დელევინმა მიატოვა სამოდელო ბიზნესი და ძალები კინოში სცადა. აღსანიშნავია, რომ ბონდის გოგოს შესრულების სურვილი მან ჯერ კიდევ 2014 წელს გამოთქვა. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. ფილმის გადაღებების დაწყება კი 2018 წელს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები