LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდიფის გზაზე: ვინ მოიგებს ლიგას (ვიდეო)

22

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ცნობილია: 3 ივნისს კარდიფის „მილენიუმზე“ მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. მშვენიერი ფინალი გველოდება. მანამდე კი…
1992 წელს დაარსებული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არცერთ გუნდს არ მოუგია ტურნირი ზედიზედ ორჯერ. წელს ამის შანსი „რეალს“ აქვს.

 

მოქმედი ჩემპიონი ფინალამდე ოთხჯერ მისულა, მაგრამ ყველა შემთხვევაში წაუგია – „მილანი“ (1995), „აიაქსი“ (1996), „იუვენტუსი“ (1997), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (2009).
აქამდე „რეალი“ და „იუვენტუსი“ უკვე შეხვედრილან ლიგის ფინალში. 1998 წელს „რეალმა“ 1:0 აჯობა „იუვენტუსს“ და მთავარი ევროტროფეი 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ის მატჩი 20 მაისს ამსტერდამში გაიმართა და პრედრაგ მიატოვიჩის ერთადერთი გოლით დასრულდა. მაშინ „იუვენტუსის“ რიგებში „რეალის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოდიოდა.


„სამეფო კლუბი“ ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, მესამედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და მე-15-ედ ისტორიაში.
წინა 14 ფინალიდან „რეალმა“ 11 მოიგო, მათ შორის ბოლო ხუთი – 1998, 2000, 2002, 2014 და 2016 წლებში.

 

https://www.youtube.com/watch?v=KKBAEZ8YVD0

 

https://www.youtube.com/watch?v=w6aKNOZ1S3c

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები