LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი რა დედა, რა დროს შენი გაპრანჭვაა, 40 წლის ხარ…

acbe68e55e6ddcdbeadab78011a1b

ამ სეზონში ნიკოლო ძანიოლის ვარსკვლავი იხსნება. „რომაში“ „ინტერიდან“ გადასული (სადაც საერთოდ არ თამაშობდა) იტალიელი მაგარ გოლებს იტანს და რეკორდებსაც ამყარებს.

ძანიოლის სერია ა-ს 14 მატჩში 3 გოლი და 2 პასი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ამასწინანდელ მატჩში „პორტოსთან“ ნიკოლომ ორჯერ გაუტანა იკერ კასილიასს და იტალიელებს შორის გახდა ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორი ლიგაზე.

ნიკოლოს პოპულარობა იზრდება, იზრდება დედამისის პოპულარობაც.

ფრანჩესკა კოსტა 41 წლისაა, რომლის პროფილი არაფრით გაირჩევა ტიპიური სელფის მოყვარულისგან.

კლასიკური ტუჩები

 

ფოტო ლიფტში

 

სარკეში

Corriere della Sera-მდე ხმები მივიდა, რომ დედის გატაცება ბიჭს არ სიამოვნებს, ხოლო „რომამ“ ქალბატონს რჩევა მისცა, ცოტა მოუკლოს ფოტოებს, რათა შვილი ფეხბურთისგან არ მოაცდინოს.
„დედა, გაჩერდი! გეყოფა ეს ფოტოები! რას უკეთებ პირს? შენ ხომ 40 წლის ხარ! – წერს მედია ნიკოლოს მიმართვას.

როგორც ჩანს, ყველაფერი დასვენების ფოტოს ბრალია.

სხვათა შორის, ნიკოლო სერია ბ-ს ყოფილი ვარსკვლავის იგორ ძანიოლის ბიჭია, რომელიც „სალერნიტანაში“, „ჯენოაში“, „მესინასა“ და კიდევ უამრავ გუნდში გამოდიოდა. შვილის კარიერის გამო დედა რომში გადავიდა, ხოლო მამა ნიკოლოს დასთან ერთად სპეციაში ცხოვრობს – იგორს იქ ბარი აქვს.

ფრანჩესკა აკონტროლებს, რონ 19 წლის ბიჭს საყოფაცხოვრებო პრობლემები არ ქონდეს, მაგრამ თავისუფალი დრო როგორც ეტყობა მაინც ბევრი აქვს. ამიტომ საკუთარ თავისთვისაც იცლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები