LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ლაგერფელდი სასტუმროს ხსნის

157

მალე 83 წლის კარლ ლაგერფელდი ახალ პროფესიებს შეითავსებს და ოტელიერთან ერთად რესტორატორიც გახდება. საკუთარ ბრენდის Karl Lagerfeld Hotels & Resorts ჩაშვებას და Brandmark Collective BV-თან თანამშრომლობას დიზაინერი უახლოეს მომავალში გეგმავს. კომპლექსში სავარაუდოდ კერძო კლუბები, რესტორნები, სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები შევა.

Chanel-ის კრეატიული დიზაინერი უკვე უძღვებოდა მსგავს პროექტს: სწორედ მან შეიმუშავა Hotel Metropole Monte-Carlo-ის აუზის დიზაინი მონაკოში, Sofitel So Singapore სინგაპურში და ინტერიერი Hôtel de Crillon-ში პარიზში. მომავალ წელს მაკაო 270-იან ადგილიანი 6-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას აპირებს Lisboa Palace Luxury-ის ცათამბჯენში, მის ინტერიერზე პასუხიმგებელი კი, ისევ ლაგერფელდი იქნება.

ასაკის მიუხედავად, კარლ ლაგერფელდი ძალიან ბევრს მოგზაურობს, მის საყვარელ სასტუმროებს შორისაა: The Mercer  ნიუ-იორკში, La Réserve Ramatuelle სან-ტროპეში, Hotel Hassler Roma რომში და Brown’s Hotel London ლონდონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები