ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური „პორტუს“ ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა, ესპანეთის ნაკრების ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. კასილიასი უჩვეულო თავმდაბლობით გამოირჩა – სიმბოლურ გუნდში მეკარის პოზიციაზე არა საკუთარი თავი, არამედ „რეალ-სოსიედადის“ 70-80-ანი წლების ცნობილი ბასკი კარის დარაჯი, ლუის მიგელ არკონადა დაასახელა.
გარდა ამისა, კასილიასმა სიმბოლურ ნაკრებში „ბარსელონას“ 6 ფეხბურთელი შეიყვანა, ფეხბურთელები, რომლების სხვადსხვა წლებში იცავდნენ კატალონიური კლუბის ღირებას.
ესპანეთის ნაკრების ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იკერის ვერიით ასეთი გახლავთ:
ლუის არკონადა – სერხიო რამოსი, კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე, ხოსე ანტონიო კამაჩო – ჩავი, ფერნანდო იერო, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა – რაული, დავიდ ვილია.
კასილიასი, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონი. 35 წლის მეკარე წინა დიდი სანაკრებო ტურნირების მსგავსად, წლევანდელ ევროპირველობაზეც ნაკრების კაპიტანი იქნება.