LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონია ტურისტულ გადასახადს აორმაგებს

116
IMG_0059

კატალონიის ავტონომიურმა საზოგადოებამ ტურისტული გადასახადის ორჯერ გაზრდა გადაწყვიტა. ამიერიდან მისი მაქსიმალური ოდენობა ღამეში 15 ევროს შეადგენს და ახალი წესი ამ წლიდან ამოქმედდება. სიახლის შესახებ schengen.news წერს.

კატალონია, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული რეგიონი, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებას წარმოადგენს. ესპანეთის სტატისტიკის ნაციონალური ინსტიტუტის ინფორმაციით, რეგიონში 2024 წელს თითქმის 20 მილიონმა ტურისტმა დაისვენა, ეს მაშინ როცა მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 8 მილიონს შეადგენს.

ტურისტული გადასახადი 2022 წელს შემოიღეს და მისი რაოდენობა შერჩეული საცხოვრებლის მიხევდით იცვლება. მაგალითად, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება ტურისტებს ღამეში 7,5 ევრო უჯდებათ, 4 ვარსკვლავიანში – 5,7 ევრო, ხოლო დაქირავებულ აპარტამენტებში – 6,25 ევრო. ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ეს თანხა თითქმის ორჯერ გაიზრდება.

ტურისტული შემოსავლის 25% სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სიახლის დახმარებით საცხოვრებელი უფრო ხელმისაწვდომი გახდება იმ ადამიანებისთვის ვინც ამას საჭიროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები