კატალონიაში მძღოლის გარეშე მოძრავი ავტობუსები გამოჩნდნენ. უპილოტო ელექტრობასების გამოცდა მთავრობამ ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გადაწყვიტა და მათგან ერთ-ერთი პირველი სანტა-კუგატ-დელ-ვალესი გახდა. მოგვიანებით, ინოვაციური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჟირონაში, საბადელსა და მარტოპელშიც გაემგზავრება.
ავტობუსი, რომელსაც სახელად Erica ეწოდა, 12 მგზავრზეა გათვლილი და ის მთლიანად ელექტრონიკაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტი განსაკუთრებული მოთხოვნილებების მქონე ადამიანებზეცაა მორგებული და ეკოლოგიისთვის კი სრულებით უსაფრთხოა.