LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი რორბაჰი და Calzedonia-ს საცურაო კოსტიუმების კოლექცია

25

Calzedonia-ს კუპალნიკების ახალი სარეკლამო კამპანიის გადაღებებზე, ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი შეყვარებული კელი რორბაჰი ჯერ  ფრენბურთს თამაშობს, მერე სერფით სრიალებს, ბოლოს კი, ეკზოტიკურ სანაპიროზე დარბის.

ჟურნალში Sports Illustrated Swimsuit და ცნობილი სერიალის ”მალიბუს მაშველები” რიმეიკში 26 წლის ამერიკელ კელი რორბაჰი აქტიურად მისდევდა სპორტს, რაც იდეალური ფიგურის შენარჩუნებაშიც ეხმარებოდა, ახკლა კი, ჰოლივუდის ვარსკვლავის ყოფილი გოგონა Calzedonia-ს ახალი სპორტული კოლექციის სახე გახდა.

მარტივი სპორტული სილუეტების ფონზე კოლექციის ავტორებმა წინა პლანზე წამოსწიეს საცურაო კოსტიუმების კონტრასტული დეტალები – მუქი ვარდისფერის და ნეონის სალათისფერის თეთრ და შავ ფერებთან შერწყმა, მაქმანინი და ნახევრად გამჭვირვალე ელემენტები. გარდა ამისა, კოსტიუმები ქლორისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგანაა დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები