LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენჭი თირკმელში : როგორ ამოვიცნოთ და ვებრძოლოთ დაავადებას

3992

მამაკაცები საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მშობიარობის ტკივილის შეგრძნებას მოკლებულნი არიან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ მოუწევთ მსგავსი ტკივილის გადატანა. მამაკაცისთვის თირკმელში კენჭი გავლა, იგივე ტკვილია, რაც ქალბატონებისთვის მშობიარობა. ყურადღებით წაიკითხეთ ამ დაავადების შესახებ, თუმცა კარგი იქნება თუ ეს ინფორმაცია არასდროს დაგჭირდებათ.

 

როდესაც თქვენს მუცელში დიდი რაოდენობით მინერალები გროვდება, ისინი იწყებენ ერთმანეთთან შემჭიდროვებას. ეს პროცესი უმტკივნეულოა და შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. თუმცა, ერთხელაც შემჭიდროვებული მინერალები მოძრაობას იწყებენ, რაც ერთობ მტკივნეულია.

„მოგზაურობის“ დროს, ისინი ხვდებიან შარდის ბუშტში და ცდილობენ თავის დაღწევას. ეს ორგანო კი, მათი მოგზაურობისთვის სულაც არ არის შესაფერისი. შესაბამისად პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება.

როგორ გავიგოთ, რომ საქმე ცუდადაა? კენჭებს შეუძლიათ გამოიწვიონ ეგრეთწოდებული „მოხეტიალე ტკივილი“, შესაბამისად დრო და დრო, სხეულის სხვა და სხვა ადგილებში იგრძნობთ ტკივილს და კარგი იქნება, თუ მსგავს შემთხვევაში პროფესიონალებს მიმართავთ.

 

როგორ შევაჩეროთ? პირველ რიგში აუცილებლად მიმართეთ რენტგენოლოგს, თუკი დიდი რაოდენობით კენჭები აღმოგაჩნდებათ, საჭირო გახდება სერიოზული მკურნალობა, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ. სრულიად შესაძლებელია, რომ საქმე ოპერაციამდეც კი მივიდეს.

ხოლო, თუ გაგიმართლათ და მცირე რაოდენობით გაქვთ კენჭი, მისი მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, აი რას გვირჩევენ პროფესიონალები:

 

მიირთვით 2-დან  2,5 ლიტრამდე წყალი დღეში

როდესაც თქვენი ორგანიზმი გამოფიტულია, ქვები უფრო სწრაფად იწყებენ ერთმანეთისკენ მოძრაობას. თუ თქვენი შარდი ღია-ყვითელი ფერისაა, ესეიგი ყველაფერი წესრიგშია და ქვების წარმოქმნის ალბათობა, მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

მოერიდეთ გაზიან სასმელებს

გამოკვლევების თანახმად, გაზიანი სასმელების მოხმარება 23%-ით ზრდის ორგანიზმში კენჭების წარმოქმნას. ექიმები გვირჩევენ, მოვერიდოთ მსგავსი ტიპის სასმელებს. თუ მაინც და მაინც თავს ვერ ვანებებთ, მივირთვათ ნახევარი ლიტრი კვირის განმავლობაში.

 

მიეძალეთ ყავასა და ატმის წვენს

ყავა და ატმის წვენი კენჭების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. მათში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს მინერალების წარმოქნისაგან. აგრეთვე ხშირად მოიხმარეთ ლიმონი და მისგან დამზადებული სასმელები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები