მას შემდეგ რაც კენდალ ჯენერმა მკერდზე პირსინგი გაიკეთა, არ უშვებს შანსს ხელიდან, ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩნდეს ფოტოგრაფებთან. ამჯერად ჰეილი ბოლდუინთან და ჯიჯი ჰადიდთან ერთად შოპინგზე გამოსული მოდელი პაპარაცებმა ქუჩაში გადაიღეს. კენდალს შავი გამჭვირვალე მაისური ეცვა.
თავად კენდალ ჯენერი მიიჩნევს, რომ თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა: „მე მართლა არ მესმის, რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ გოგონა ბიუსტჰალტერის გარეშე დადის. ეს ძალიან მაგარია და არ მაინტერესებს სხვა ადამიანების აზრი. ეს სექსუალური, კომფორტული და პრაქტიკულია. მე მომწონს სხვადასხვა სახის სამკაულის ჩვენებაც მკერდზე“, -განაცხადა კენდალ ჯენერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.