LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერმა 21 წლის იუბილესთვის კაბა თავად შეიკერა (ფოტო)

11

მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა  პრივატული ფოტოები კენდალ ჯენერის დაბადების დღის წვეულებიდან. ცნობილი მოდელმა 21 წლის იუბილე ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა. მოდელი წვეულებაზე LaBourjoisie-ის ბრენდის სექსუალურ ვერცხლისფერ კაბაში გამოჩნდა. დეკოლტირებული მინი-კაბა სვაროვსკის კრისტალებით იყო გაფორმებული. კოსტიუმი კენდალის დიზაინით შეიქმნა და ის 9 ათასი დოლარი დაჯდა.

დაბადების დღის ამსახველი ფოტოები კენდალ ჯენერმა სნეპჩეტსა და ინსტაგრამზე გააზიარა. წვეულებას ესწრებოდნენ კარდაშიანის ოჯახის წევრები და მოდელის უახლოესი მეგობრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები