LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი ბარსაზე და რეალზე დადის (ცხრილი)

155
campnou

„ბარსელონას“ მატჩებზე ამ სეზონში ყველაზე მეტი ხალხი დადიოდა. „რეალი“ მეორეა დასწრების მხრივ.

სეზონი დასრულდა და შედეგების შეჯამება შეიძლება. პრიმერას თამაშებს გასულ სეზონში 20 მილიონ 400 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

ყველაზე პოპულარული ჩემპიონი „ბარსელონა“ აღმოჩნდა. „ბლაუგრინას“ მატჩები ცოცხლად 1 მილიონ 987 ათასი ქომაგი დაესწრო (მაყურებლის საერთო რაოდენობის 9.7%).

ტოპებში მეორეა მადრიდის „რეალი“. „ბლანკოსის“ თამაში 1 მილიონ 722 ათას 752 ადამიანმა ნახა (8.4%).

ყველაზე დაბალი დასწრება „ეიბარსა“ და „უესკას“ აქვთ – 2.9%.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები