102 წლის პროფესორმა ნუტრიციოლოგმა დაასახელა 7 ჩვევა, რომელიც ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია.
დოქტორი ჯონ შარფენბერგი კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მიუხედავად საპატიო ასაკისა, ის დღემდე დამოუკიდებლად ცხოვრობს, მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მენტალური პრობლემებიც არ აწუხებს.
ასწლოვანი ნუტრიციოლოგი თავისი 7 წესის პოტენციური სიკეთეების მთავარი გამოხატულებაა.
დოქტორი შარფენბერგი უარყოფს მოსაზრებას გენეტიკის მნიშვნელობის შესახებ და ამტკიცებს, რომ მის შემთხვევაში ეს ფაქტორი ნამდვილად არ ყოფილა გადამწყვეტი. ჯონს დედა 60 წლის ასაკში გარდაეცვალა, მამა კი 76 წლის ასაკში დაკარგა. ანალოგიური ბედი გაიზიარეს მისმა ნაკლებად აქტიურმა ძმებმაც.
სპეციალისტი ფიქრობს, რომ მისი 7 მარტივი წესი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან აცილებას. მცირდება გულის შეტევის, ინსულტის და დიაბეტის განვითარების რისკებიც. გარდა ამისა, ეს წესები ადამიანებს უფრო დიდ ხანს ცხოვრებაშიც დაემხარებიან.
დოქტორ შარფენბერგის ცხოვრების 7 წესი:
წესი #1 – არასდროს მოწიოთ
102 წლის პროფესორს არასდროს მოუწევია სიგარეტი და განმარტავს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული საფრთხეები სამყაროსთვის ძალიან კარგადაა ცნობილი.
დადასტურებულია, რომ მოწევა აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს და არის დაავადებისა და სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი. 2018 წელს მოწევასთან დაკავშირებულმა დაავადებებმა 20 500 ავსტრალიელი იმსხვერპლა, რაც ყოველთვიურად 50 სიკვდილს უტოლდება.
წესი #2 – დაბალი ხარისხის სასმელებს სხვა თვალით შეხედეთ
გარდა იმისა, რომ არასდროს ეწევა, ნუტრიციოლოგი ალკოჰოლისგანაც თავს იკავებს.
მართალია, ზოგიერთი კვლევები ადასტურებენ რომ გარკვეული ალკოჰოლური სასმელები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, დოქტორი სხვა კვლევებს ეყრდნობა, ისეთებს რომლებიც ადასტურებენ, რომ ალკოჰოლი კიბოს გაზრდილ რისკს უკავშირდება.
წესი #3 – ცხოვრების აქტიური სტილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის
„მიუხედავად იმისა, რომ ნუტრიციოლოგი ვარ, ვფიქრობ რომ ვარჯიში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვება“, – აზუსტებს დოქტორი.
როგორც სპეციალისტი დასძენს, ვარჯიშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი 40-დან 70 წლამდეა.
თავად პროფესორის საყვარელი აქტივობა მებაღეობა და სეირნობაა.
წესი #4 – ჭამეთ საათობრივად, არანაირი ხემსი
ჯანსაღი წონის და ჯანსაღი სხეულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვჭამთ.
ნუტრიციოლოგი კვების სწორი ჩვევების გამოსამუშავებლად მარტივი გაიდლაინების მიყოლას გვირჩევს, „ჭამე საჭირო დროს და არ მიირთვა ხემსები“.
მნიშვნელოვანია, რომ პროფესორის ბოლო კვება საღამოს 6:30 საათზეა.
წესი #5 – სამუდამოდ უარი თქვით ამ საკვებზე
დოქტორი შარფენბერგი ბავშვობიდან ვეგეტარიანულ დიეტას იცავს. მართალია მოგვიანებით მან ხორცსაც გაუსინჯა გემო, თუმცა 20 წლის ასაკიდან ეს პროდუქტი აღარ უჭამია. ამის ნაცვლად ის მთლიანად მცენარეულ დიეტაზეა, თუმცა მიირთმევს ასევე რძეს და კვერცხს.
დოქტორის საყვარელი საკვებია – მანგო, ხურმა, კარტოფილი, მაკადამია და თხილეული.
წესი #6 – შეამცირეთ ცხიმები
შეამცირეთ ისეთი ცხიმების მიღება, მაგალითად როგორიცაა ხორცის ცხიმი.
პროფესორის აზრით, მცენარეული დიეტა საუკეთესო გზაა ისეთი რისკების თავიდან ასარიდებლად როგორიცაა მაღალი წნევა და ქოლესტერინი. ეს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები სწორედ ხორცს უკავშირდება.
წესი #7 – უთხარი არა ტკბილეულს
ნუტრიციოლოგის აზრით, შაქრის მოხმარებასა და გულის დაავადებების გაზრდილ რისკს შორის პირდაპირი კავშირია, ისევე როგორც წონის მატებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.
მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე რეალობაში ჯანსაღი ტკბილეულის ბევრი ალტერნატივა არსებობს.