LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელნაკეთ კაბრიოლეტს მესამედ ყიდიან

100

კაბრიოლეტი WRX STI გასაყიდად უკვე მესამედ გამოიტანეს და ამჯერად მისი ფასი სამჯერ უფრო ნაკლებია. ხელნაკეთი Subaru, რომელიც Impreza WRX STI სედანის ბაზაზეა აწყობილი, შტატებში იყიდება. უცნაური მოდელი 2011 წელსაა დამზადებული და მაშინ ის სადილერო ცენტრ Manchester Subaru-ს ეკუთვნოდა.

ორგანიზაციამ კაბრიოლეტის გაყიდვა მისი შექმნიდან რამდენიმე თვეშივე სცადა და მაშინ ფასი 75 ათას დოლარს აჭარბებდა.

გამოცემა „Road & Track“-ის ინფორმაციით, 4 წლის შემდეგ ავტომობილმა მასაჩუსეტსის შტატში გადაინაცვლა და მისმა ფასმაც მკვეთრად დაიკლო. ამჟამად Subaru კვლავ მანჩესტერში მდებარეობს და მისი ღირებულება სულ რაღაც 27 ათასი დოლარია.

როგორც კაბრიოლეტის შემქმნელები აცხადებენ, ავტომობილი „კომფორტზე, უსაფრთხობასა და მოხერხებულობაზეა“ ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები