ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელად ”ღმერთი – სამშობლო – ადამიანი”. გამოფენა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქართველი მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ასევე ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა გახსნა ჯგუფმა ”ჩვენებურები”, რომლებმაც ”ალილო” შეასრულეს. ჩანაწერში გაჟღერდა პატრიარქის დაწერილი ”ალილო”. გამოფენა ”ღმერთი – სამშობლო – ადამიანი” 1 თებერვლამდე გასტანს.