LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნურ ინტელექტს 300 მილიონი ადამიანის შრომის ჩანაცვლება შეუძლია

119
456457457

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, რომ 300 მილიონი სამუშაო ადგილი აითვისოს. როგორც საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ბოლო კვლევაშია ნათქვამი, თანამედროვე ტექნოლოგიის დამსახურებით ევროპასა და ამერიკაში მილიონობით ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

უფრო ზუსტად, ხელოვნური ინტელექტი იურიდიულ და ტექნიკურ პროფესიებს ჟურნალისტიკას და ბევრ სხვა სამუშაო ადგილს უპრობლემოდ ჩაანაცვლებდა.

შრომითი ბაზარი მუდმივად იცვლება. როგორც ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, დღესდღეობით არსებული პროფესიების 60% 1940 წელს საერთოდ არ არსებობდა. ტექნოლოგიურმა სიახლეებმა დამატებითი სამუშაო ადგილებიც გააჩინა, ამიტომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასიკეთო ცვლილებებისთვის ნამდვილად შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები