ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნეს ალგორითმი, რომელსაც ფილტვის კიბოს აღმოჩენა იმაზე ადრე შეუძლია, ვიდრე ამას ექიმები აკეთებენ.
ტექნოლოგია პაციენტის ავადობის ისტორიას აანალიზებს და დაავადების ნიშნებს აშკარა სიმპტომების გამოვლენამდე პოულობს. სიახლის შესახებ Medical Xpress წერს.
ნეიროქსელი სწავლობს ყველა სამედიცინო ჩანაწერს, მათ შორის თერაპევტის შენიშვნებს და ადგენს კანონზომიერებას, რომელიც კიბოს შესაძლო განვითარებისკენ მიუთითებს. განსხვავებით სხვა მეთოდებისგან, რომლებიც კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს ეძებენ, ეს ალგორითმი ყველა მონაცემთან და პაციენტის საქმესთან მუშაობს.
სპეციალისტთა თქმით, ასეთი მიდგომა დაავადების აღმოჩენას საშუალოდ 4 თვით ადრე ხდის რეალურს. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის წარმატების შანსებს ზრდის.
ტექნოლოგია უკვე დატესტეს 525 526 პაციენტის მონაცემებზე და მათ შემთხვევაში 2 386 შემთხვევა ფილტვის კიბოთი დასრულდა.
მომავალში ტექნოლოგიას კლინიკურ პრაქტიკაში დანერგავენ, თუმცა მანამდე სპეციალისტები დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში ხელოვნურ ინტელექტს მედიცინაში სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ.