დანიური ქალაქის კეგეს ბავშვთა საავადმყოფოში ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ japan times წერს.
უახლესი ტექნოლოგია ექიმებს პაციენტებისთვის ინდივიდუალური პროტოკოლის გათვალისწინებით მკურნალობის დანიშვნაში ეხმარება, თანაც როგორც ოპერაციამდე ასევე ოპერაციის შემდგომ. ამისათვის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ავადმყოფობის ისტორიას აანალიზებს, ასევე ითვალისწინებს ანალოგიური ავადმყოფობის მქონე 76 ათასი ადამიანის მონაცემსაც.
მედიკოსთა შეფასებით, თანამედროვე მიდგომის დამსახურებით პოსტ-ოპერაციული გართულებების რიცხვი ორჯერ შემცირდა. მთლიანობაში საავადმყოფოში ხელოვნურმა ინტელექტმა მკურნალობა უკვე 200-მდე ავადმყოფს დაუნიშნა.