საშობაოდ კანადის საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში თანამედროვე წარმოების ხელოვნურ ნაძვის ხეებზე კვლევა ჩაატარეს. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ნაძვის ხე ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით კი მამაკაცებისთვის.
ექსპერიმენტის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს მასალის შემადგენლობა, რომლისგანაც ნაძვის ხელოვნურ ასლს ამზადებენ. ამასთან, შეისწავლეს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ აღნიშნულმა ნივთიერებებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ექსპერტებმა პოლივინილქლორიდზე გაამახვილეს – ტოქსიკურ ნივთიერებაზე, რომლის ნეგატიური მოქმედება უკვე დაადასტურეს როგორც ლაბორატორიებში, ისე რეალურ, საყოფაცხოვრებო პირობებში.
„იმის გამო, რომ ცუდი მწარმოებლები ნაძვის ხის დამზადებისას იყენებენ ბრინჯაოს, ტყვიასა და ბარიუმს, საახალწლო ხეები ფტალატებს გამოყოფენ. ფტალატები მამაკაცების ტესტოსტერონის დონეს დაბლა წევს, რაც საბოლოოდ უშვილობას იწვევს,“ – ამბობენ მეცნიერები.
ისინი მოსახლეობას ურჩევენ, საახალწლოდ ცოცხალი, ქოთანში დარგული ნაძვის ხე შეიძინონ, რომელსაც, მოგვიანებით, ეზოში გადარგავენ.