LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ხომ ამისთვის მომიყვანეს: რონალდომ სიმეონეს კვერცხებს უპასუხა (ვიდეო)

238
2542565-52750010-2560-1440

ჩემპიონთა ლიგაზე ქამბექები გრძელდება. „აიაქსისა“ და „მანჩესტერის“ შემდეგ, „იუვენტუსის“ ჯერი დადგა. კრიშტიანო რონალდომ სამი გოლი გაუტანა მადრიდის „ატლეტიკოს“ და „ბებერი ქალბატონი“ მეოთხედფინალში გაიყვანა (პირველი მატჩი 0:2).

რონალდოს გადამწყვეტი გოლი კი გენიალურად აღნიშნა. ეს დიდი ალბათობით იყო დიეგო სიმეონეს ცნობილი კვერცხების პასუხი. მან სქესობრივი აქტი განასახიერა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თამაშის შემდეგ თქვა: „იუვენტუსს“ არასოდეს გაუკეთებია ასეთი ქამბექი, მაგრამ მე ხომ ამისთვის ამიყვანეს, რათა ასეთ ჯადოსნურ საღამოებში დავეხმარო. ფინალზე საუბარი ჯერ ადრეა, მოდი ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ წინ“.

 

რონალდომ დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს” 19 გოლი გაუტანა;

„იუვენტუსი” პირველად გავიდა ევროტურნირების შემდეგ რაუნდში პირველი მატჩის ორი ბურთით წაგების შემდეგ;

კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე მერვე ჰეთ-თრიკი შეასრულა და გაუთანაბრდა ლიონელ მესის;

ჯორჯო კიელინი მეხუთე ფეხბურთელი გახდა ფურინოს, შირეას, ბუფონისა და დელ პიეროს შემდეგ, ვინც „იუვენტუსში” 500 მატჩი დააგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები