LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატები მშობლებთან ყველაზე მეტ ხანს ცხოვრობენ – ევროსტატი

111
664f8f14a961b37edf396b66

ხორვატები ისევ იმ ევროპელთა რეიტინგის სათავეში არიან, ვინც მშობლებთან ყველაზე დიდ ხანს ცხოვრობს: ისინი მშობლიური კერის დატოვებას თითქმის 33 წლის ასაკში წყვეტენ. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს.

30 წლის შემდეგ მშობლებს ტოვებენ სლოვაკები (საშუალოდ 31 წლის ასაკში), ბერძნები (30,6), ესპანელები (30,4), ბულგარელები და იტალიელები (30).

ჩრდილოეთ ევროპელები დამოუკიდებლები სხვა ევროპელებზე უფრო ადრე ხდებიან: ფინეთში ეს საშუალოდ 21,4 წლის ასაკში ხდება, შვედეთსა და დანიაში 21,8 წლიდან.
აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ევროპის მოქალაქეები მშობლებისგან 26,3 წლის ასაკში გადადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები