LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში შეყვარებულებს შესთავაზეს, რომ ვალენტინობას ერთმანეთს ხეები აჩუქონ

49
thumb-1024x663-valentines-crikvenica-adopt-a-tree

ხორვატის ერთ-ერთი ქალაქის, კრიკვენიცას მთავრობამ მოსახლეობას შესთავაზა, რომ ვალენტინობის დღის საჩუქრებზე ბევრი არ იფიქრონ და ერთმანეთს ხეებზე მეურვეობა აჩუქონ. სპეციალურად მფლობელისთვის, ხეს სანაპიროზე დარგავენ და ლითონის ტაბლოსაც გაუკეთებენ, სადაც საჩუქრის ავტორის სურვილები იქნება დატანილი.

გამოცემა The mayor-ის ინფორმაციით, ასეთი საჩუქრის ღირებულება 40 ევროა. საფასურში შედის ხის მოვლის ხარჯიც, რომელსაც თავის თავზე მერია აიღებს.

ახალი ხეების დარგვა მარტსა და აპრილში იგეგმება და ზუსტი თარიღი ამინდზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ხეების „გაშვილების“ პროგრამა ბევრ ევროპულ ქალაქში მოქმედებს. მაგალითად, კოპენჰაგენში ხეებს უფასოდ ურიგებენ ყველას, ვინც კი მათზე ზრუნვის პირობას დადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები