ინდონეზიაში მამაკაცი Philips-ის ფირმის ქვაბზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AsiaOne ავრცელებს.
ახალგაზრდებმა ქორწილი 23 სექტემბერს გადაიხადეს. მამაკაცი და მისი რჩეული ტრადიციულ თეთრ სამოსში იყვნენ შემოსილი და ფოტოსესიაშიც კი მიიღეს მონაწილეობა.
მეფემ და „პატარძალმა“ ხელი მოწმეთა თანდასწრებით მოაწერეს და შემდეგ ერთმანეთის კოცნაც არ დავიწყებიათ. ბედნიერი საქმრო თავის მეორე ნახევარს ასე აფასებს: „ძალიან ნათელი, დინჯი და საუკეთესო მზარეული“.