დაბალანსებული კვება არა მარტო ჯანმრთელობის და იდეალური ფორმის შენარჩუნების მთავარი ფაქტორია, არამედ ფსიქოლოგიური წონასწორობის დაცვაშიც გვეხმარება, რადგან მიკროელემენტებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს საჭირო დროს და სწორი პროპორციებით მიეწოდება, საოცრების მოხდენა და ყველაზე ზარმაცი ადამიანის “შრომის გმირად” ქცევაც კი შეუძლია. გაიგეთ, რა პროდუქტები შეიძლება მიიღოთ, რათა თქვენი მუშაობა პროდუქტიულიც გახდეს და სიამოვნებაც მოგიტანოთ.
ძალიან ბევრი დილას ერთი ჭიქა ყავით იწყებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ძლიერ ყავას ნებისმიერის გამოღვიძება შეუძლია. სამწუხაროდ, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის დალევა ახალგაღვიძებულზე აბსოლუტურად უსარგებლოა. როგორც აღმოჩნდა, გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში, ორგანიზმი “სტრესის” ჰორმონს – კორტიზოლს გამოყოფს, რომელიც გვაიძულებს ვიგრძნოთ თავი მხნედ და მზად “სამყაროს დასაპყრობად”. დილის ყავა (უფრო სწორედ კოფეინი) კი, აფერხებს კორტიზოლის გამოყოფას და ორგანიზმსაც უფრო მეტი დრო ჭირდება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს ძილის შემდეგ.
თუმცა, თუ დილას პრობლემის გადაჭრა ყავის მირთმევაზე უარის თქმით შეიძლება, დღის მანძილზე მუშაობაზე საკუთარი თავის მოტივირება ბევრად უფრო რთულია. თუმცა, გამოსავალი მაინც არის – იმისთვის კი, რომ ვაიძულოთ გონება იმუშაოს ენთუზიაზმით და სიამოვნებით, საკმარისია მივაწოდოთ მიკროელემენტების აუცილებელი შემადგენლობა. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ყურადღების კონცენტრირების და სამუშაო განწყობის შექმნისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავენ.
მოცვი
მოცვი დიეტოლოგების და ჯანსაღი კვების მომხრეთა საყვარელი პროდუქტია. ის არა მარტო გემრიელია, არამედ დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას და გონებრივი აქტივობის ზრდას. ჟურნალში Agricultural and Food Chemistry გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ისინი, ვინც ორი თვის განმავლობაში ყოველდღე სვამდა მოცვის ნაყენს, ბევრად გააუმჯობესა თავისი პირვანდელი შედეგები მეხსიერებისა და სწავლების უნარის შესასწავლად შემუშავებულ ტესტებში.
ჰერკულესის ფაფა
მართალია, როცა ამბობენ, რომ საუზმე ადამიანის კვების რაციონის უმთავრესი ნაწილია. სწორად შერჩეული დილის საკვებით ჩვენ მთელი დღით ვინარჩუნებთ მხნეობას და თავს ვიცავთ სტრესისა და დაღლილობისგან. დიეტოლოგების რჩევით, დილა იმ ნახშირწყლებით უნდა დავიწყოთ, რომლებიც მთელი დღით შეძლებენ ჩვენს დანაყრებას. მათ შორისაა ჰერკულესის ფაფა – ნოყიერი და ნაკლებად კალორიული, რომელიც დიდი ხნით გაგვანთავისუფლებს შიმშილის გრძნობისგან. მთავარია, ფაფა წყალზე იყოს მოხარშული და არ მიირთვათ შაქრით და მურაბით. სასიამოვნო არომატისთვის დაუმატეთ სუნელები (დარიჩინი და კარდამონი), თხილი და ახალი კენკრა. ჰერკულესის ფაფა, მართლაც საოცარი პროდუქტია, რომელიც PP, E, H და B ჯგუფის ვიტანიმებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიას მატებს და გვეხმარება სამუშაო განწყობის შექმნაში.
ძალიან შავი შოკოლადი
არა რძის, არა უბრალოდ შავი, არამედ ძალიან შავი შოკოლადი კაკაოს მაქსიმალური და შაქრის მინიმალური შემცველობით, გვეხმარება დავიწყოთ დილა მხნედ და ვაქციოთ დღე პროდუქტიულად. შავი შოკოლადი მაღლა წევს სეროტონინის და ენდორფინის დონეს, ისინი კი, თავის მხრივ გვეხმარებიან ყურადღების კონცენტრირებაში. გარდა ამისა, შავი შოკოლადი, რომელიც ცხიმებისა და შაქრის დაბალი შემცველობით გამოირჩევა, სასარგებლო ანტიოქსიდანტების, იმ ვიტამინების და მინერალების წყაროა, რომლბიც წნევას აკონტროლებენ.
ორაგული
ორაგულის უპირატესობა სხვა თევზებთან, იმ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მაღალ შემცველობაში გამოიხატება, რომლებიც ხელს უწყობენ თავის ტვინის უჯრედების აღდგენას და კარგი მეხსიერების შენარჩუნებას. შემწვარი ორაგული მშვენიერი სადილი შეიძლება გახდეს თუ მას ახალი სალათის ფოთლებს და ბოსტნეულს დაუმატებთ.
წყალი
წყურვილი და გაუწყლოება როგორც წესი დაღლილობის იწვევს, მაგარი ყავა და ენერგეტიკული სასმელი კი, საერთოდ ფიტავს ორგანიზმს. ამიტომ, აუცილებელია დიდი რაოდენობით მიიღოთ ჩვეულებრივი წყლი და განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე უძილო ღამეები გქონდათ.