LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარბოლო Porsche ისტორიაში (ვიდეო)

53

Porsche-მ ისტორიაში ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარბოლო ავტომობილი აარჩია. ავტომობილების შესახებ „ლე მანის 24 საათიანი“ რბოლის ხუთ გზის გამარჯვებული დერეკ ბელი საუბრობს.

მეხუთე ადგილზე გერმანულმა მწარმოებელმა 1995 წლის სუპერქარი 911 GT1 დააყენა, რომელიც 3,2 ლიტრიანი ბიტურბირებული ძრავით არის აღჭურვილი. სულ ასეთი 21 ეგზემპლარი აიწყო. ერთ-ერთმა მათგანმა კი 1998 წელს  „ლე მანიც“ მოიგო.

მეოთხე პოზიცია 904 Carrera GTS-ს ერგო. ეს არის მარკის პირველი ავტომობილი, რომელმაც ინდექსი GTS მიიღო.

შემდეგი 1970-იანი წლების სუპერქარი Porsche 917 KH-ია. ისიც „ლე მანის“ გამარჯვებულია. აღჭურვილია 12 ცილინდრიანი 600 ცხენის ძალიანი და ოთხ ლიტრიანი მოცულობის ძრავით. ავტომობილი 800 კილოგრამს იწონის და 340 კმ/საათამდე ჩქარდება.

მეორე ადგილი 962 C-ს ერგო. ბელმა მას თავისი საყვარელი Porsche-ს სარბოლო ავტომობილი უწოდა.

რაც შეეხება პირველ პოზიციას, აქ 550 Spyder-ია წარმოდგენილი, ავტომობილი, რომლითაც Porsche Motorsport-ის ისტორია იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები