ხველა არის ბუნებრივი რეფლექსი, რომელიც წარმოიშობა სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას. ხველის უმრავლესობა წარმოადგენს გაციების ნიშანს. ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ნახველის გარეშე) ან სველი (თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით). ხველა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხახის უკანა კედელზე არსებული ჩანადენი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. ალერგიული ხველა ვითარდება ალერგიული ნივთიერებების შესუნთქვის ან რამეზე ალერგიის განვითარების დროს. ასთმა მსტვინავი სუნთქვით წარმოადგენს ქრონიკული ხველის ხშირ მიზეზს. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ხველა განპირობებულია სასუნთქი გზების გაღიზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქოს ბოლი. ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა ძლიერდება სირბილის და ცივი ჰაერის შესუნთქვისას.
ყვითელი ან მწვანე ნახველის არსებობა ნორმალური მოვლენაა. მისი ამოხველება ნიშნავს, რომ ტრაქეის კედლის ლორწოვანი გარსი დაზიანებული იყო ვირუსით. ანტიბიოტიკები არ არის ყოველთვის საჭირო ყვითელი ან მწვანე ნახველის სამკურნალოდ, რომელიც ჩნდება გაციების შემდეგ. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: შეუჩერებელი შეტევითი ხველა, მსტვინავი ხმა ამოსუნთქვის დროს, გულმკერდის ძლიერი ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ცხელება 40°-მდე, ყურის ტკივილი ან ყურიდან გამონადენი, გულმკერდის არეში ტკივილი, ხველებით გამოწვეული ღებინება, ხველასთან ერთად გამოხატული ალერგიის სიმპტომები (სურდო, თვალების ქავილი).
სურდო გრძელდება 14 დღე ან მეტი, ხველა გრძელდება 3 კვირა ან მეტი. ნახველის ამოხველება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს ფილტვებს ანთებითი პროცესის განვითარებისგან. ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება არ არის რეკომენდებული. აუცილებელია თბილი სითხე დასალევად. 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოიყენეთ თბილი სითხე მეტი რაოდენობით.