2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ჰარუიკი ტაკაჰასიმ შეჯიბრების ჩატარების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ოლიმპიადის გადატანის საკითხის განხილვას სერიოზულად აპრილიდან დავიწყებთ. არ ვფიქრობ, რომ თამაშები უნდა გავაუქმოთ. უმჯობესია გადავდოთ.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პრობლემები ექნება. მარტო აშშ-ში სატელევიზიო უფლებების გამო სოკ სერიოზულ ზარალს განიცდის”, – უთხრა ტაკაჰასიმ The Wall Street Journal-ს.
მზად უნდა იყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. თუ ოლიმპიური თამაშების ზაფხულში ჩატარება შეუძლებელი იქნება, 1-2 წლით გადავადება სავარაუდო გახდება”, – დაამატა ჩინოვნიკმა Reuters-თან საუბარში.
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წესით 24 ივლისს უნდა დაიწყოს და 9 აგვისტომდე გაგრძელდეს.
ამერიკულმა ტელეარხმა NBC-მ საერთაშორისო კომიტეტს უკვე მიყიდა 1.25 მილიარდი დოლარის რეკლამა. საერთო ჯამში, ტოკიო-2020-დან 12.6 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელიან.