LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კი გავედით, მაგრამ ასე არ შეიძლება – საბურთალომ ბეწვის ხიდზე იარა

205
66676671-2341220475957950-2338516509061545984-o

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. პირველი და თან საკმაოდ რთული ბარიერი „შერიფი“ გავლილია. ვაღიაროთ, ორივე მატჩი ისე განვითარდა, რომ არ ველოდით. ჯერ სტუმრად 3:0 მოგება უჩვეულო და სასიამოვნო იყო და ამ ანგარიშიდან გამომდინარე არავინ ელოდა, რომ ასე გაჭირდებოდა საბოლოო გამარჯვების მოპოვება. რთულ შეხვედრას ჩვენი მწვრთნელიც პროგნოზირებდა და გასეირნების მოლოდინი ისედაც არავის ქონდა, მაგრამ მოგვიხდა ბეწვის ხიდზე სიარული და თავისუფლად შეიძლებოდა სახლშიც წასვლაც მოგვხდომოდა. „შერიფს“ ერთი გოლი დააკლდა წარმატებამდე და ეს გოლიც არ იყო მიუღწეველი.
თუმცა მეორეს მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე გოლის გატანა და ინტრიგის მოკვლა ჩვენებსაც შეეძლოთ. მეორე ტაიმში „საბურთალო“ კარგად გამოიყურებოდა და ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად გავიდა. იყო მსაჯის ან შეცდომა ან მიკერძოება (პენალტის დადება შეიძლებოდა), გამოუყენებელი შანსები და ბოლო წამამდე დაძაბულობა.

ის საწყისი კოშმარი კი უბრალოდ არასოდეს არ უნდა გამეორდეს – 10 წუთში სამი გოლის გაშვება და ყველაფრის განიავება არაფრით არ შეიძლება და არც ახსნა აქვს და არც გამართლება.

მეორე ეტაპზე ზაგრების „დინამო“ გველოდება.
23 ივლისს შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება, ხოლო 30 ივლისს განმეორებით მატჩს ზაგრები უმასპინძლებს.

 

თბილისი. “მიხეილ მესხი”
საბურთალო – შერიფი 1:3
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)
გაძევება: პალჩიჩი (72)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდგორიძე 81), დიასამიძე, ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი (გაბედავა 77)

 

გიორგი ჭიაბრიშვილი:
ბეწვის ხიდზე გავიარეთ და ხალხი ძალიან ვანერვიულეთ, ამის გამო ყველას ბოდიშს ვუხდი. პირველი შეხვედრისას სულ იმას ვცდილობდი, რომ ფსიქოლოგიურად გუნდი განმეწყო და მეორე შეხვედრა პირველის მსგავსად მობილიზებულად ჩაგვეტარებინა. როგორც ჩანს, ეს მაინც ვერ შევძელი. ქვეცნობიერად, თავი უკვე შემდეგ ეტაპზე გასული გვეგონა და ამის გამო, კინაღამ დავისაჯეთ. გუნდმა მაინც მოახერხა თამაშის გარდატეხა და გოლის გატანა, მაგრამ ხალხი მაინც სხვაგვარ თამაშს ელოდა.

ზორან ზეკიჩი („შერიფის“ მთავარი მწვრთნელი):
„გუნდის ძირითადი ბირთვი შეუთამაშებელი იყო, რაც წაგების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ „საბურთალოს“ რეალური შესაძლებლობები ვერ შევაფასეთ – საქართველოს ჩემპიონის სამი თამაში ვნახეთ და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი გუნდი იქნებოდა. ამის ფონზე ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგ გუნდთან პირველი 10 წუთში შემდეგ მეორე შეხვედრაში 3:0 დავწინაურდებოდით. ეს უკვე „საბურთალოს“ შეცდომა იყო. თბილისელებს ეგონათ, რომ სუსტ გუნდს ხვდებოდნენ – ესაა ერთადერთი მიზეზი, თამაში ასე ცუდად რომ დაიწყეს. გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლას მივულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები