LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia Ceed – სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ახალი მოდელი წარმოადგინა

203

Kia-ს უნივერსალმა 600 ლიტრიანი საბარგული და 2 ახალი ძრავი მიიღო. სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ახალი თაობის უნივერსალი Ceed Sportswagon წარმოადგინა. მოდელმა 600 ლიტრიანი საბარგული მიიღო, რაც წინამორბედ მოდელთან შედარებით 72 ლიტრით მეტია. ახალი უნივერსალი K2-ის პლატფორმაზეა აწყობილი და წინა თაობის „კიებზე“ 95 მილიმეტრით უფრო გრძელი და 20 მილიმეტრით უფრო დაბალია. საბურავების ბაზა კი უცვლელად 2650 მილიმეტრი დარჩა. აგრეგატი ტურბოძრავი 1.0 T-GDI-ით და 1,4 ლიტრიანი T-GDI-ითაა აღჭურვილი. მას ასევე დიზელის 1,6 ლიტრიანი ძრავიც აქვს და მას 115-დან 136 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. Kia Ceed მულტიმედიური სისტემით, 5,7 და 8 დიუმიანი ეკრანით, ფანჯრების გასათბობი სისტემით და აუდიოსისტემა JBL-ით იქნება აღჭურვილი. სიახლეს ასევე შორი განათების კონტროლი, მძღოლის მდგომარეობის კონტროლი და ფეხით მოსიარულეთა ამომცნობი სისტემაც ექნება.

საინტერესოა, რომ Kia-ს ინოვაციური მოდელის წარმოება აგვისტოს თვეში დაიწყება და ევროპულ ბაზარზე ის 2018 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები