LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia EV4 – ევროპისთვის შექმნილი ახალი ელექტრომობილი

106
Kia EV4 - ევროპისთვის შექმნილი ახალი ელექტრომობილი

რა მოხდა: Kia-მ დაიწყო ახალი, ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული ელექტრომობილის – EV4-ის სერიული წარმოება. EV4-ი არ არის უბრალოდ ახალი მოდელი – ეს არის ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მანქანა, რომელიც ევროპულ ქარხანაში იწარმოება. ეს ნაბიჯი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი ახალი მოდელის გამოშვება – Kia ცდილობს შემცირდეს მიწოდების ჯაჭვის სიგრძე და შეკვეთამ ევროპელ მომხმარებლამდე უფრო მარტივად მიაღწიოს.

„Made in Europe“ – ადგილობრივი წარმოება ეხმარება Kia-ს მიწოდება უფრო მოქნილი გახადოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებული არც თუ ისე სასიამოვნო ცვლილებების ფონზე.

Kia ცდილობს კონკურენტებს ყველა ასპექტში აჯობოს, ევროპის უფრო ფართო წრის მოთხოვნას მოერგოს: ზომით, ფასით თუ ოფციებით.

დიზაინი, ვერსიები და პლატფორმა

EV4 მოიცავს ჰეტჩბეკ და ფასტბექ/სედანის ვარიანტებს, მათი დიზაინი გათვლილია ევროპული გზებისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე – სიახლეს უფრო კომპაქტური, მაგრამ პრაქტიკული კორპუსი აქვს.

EV4 მოიცავს თანამედროვე ფუნქციებს, როგორიცაა V2L / V2G (ბი-დირექციული ფუნქციები), კავშირის თანამედროვე სისტემები და შედარებით დიდი ეკრანები, ყველაფერი მომხმარებლის დღევანდელ მოთხოვნებზეა „კონცენტრირებული“.  

Kia-ს გეგმა EV4-თან დაკავშირებით ძალიან ამბიციურია – კომპანია წელიწადში 160 000 ერთეულის რეალიზებას აპირებს.

მოდელის საბოლოო ფასი უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, ამ დროისთვის კი სპეციალისტები 37 ათას დოლარს ვარაუდობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები