LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-მ Stonic განაახლა: ახალი ვიზუალი და ტექნოლოგიები

107
Kia-მ Stonic განაახლა ახალი ვიზუალი და ტექნოლოგიები

კროსოვერი Kia Stonic განახლდა და უფრო მეტად დაემგვანა ელექტროქარს. კორეული კომპაქტური SUV 2017 წლიდან იყიდება, ხოლო პირველი განახლება 2020 წელს მიიღო. ახლა ცვლილებები უფრო მასშტაბურია: Stonic-ს ახალი დიზაინი აქვს, რის გამოც შეიძლება ელექტროქარიც კი გეგონოთ, თუმცა სრულად „მწვანე“ ვერსია გამაში არ გამოჩენილა. გარდა ამისა, მოდელს განსხვავებული ინტერიერი და თანამედროვე ტექნოლოგიები შეემატა.

მოდელის ვიზუალი  Kia-ს ახალი სტილის მიხედვით გაფორმდა: წინა ნაწილში გამოჩნდა თხელი დიოდური დღის ფარები, რადიატორის ბადე ჩამოვიდა ბამპერის ქვედა ნაწილში, ხოლო GT-Line ვერსია უფრო აგრესიული გახდა.

Stonic-მა მიიღო C-ფორმის უკანა ფარები და ახალი დიზაინის დისკები 16 და 17 დიუმზე. ბამპერების გამო სიგრძე 65 მილიმეტრით გაიზარდა და ახლა 4165 მილიმეტრს შეადგენს. საბარგულის მოცულობა უცვლელი დარჩა — 352 ლიტრი.

სალონში დამონტაჟდა ორი 12,3 დიუმიანი ეკრანი, შემცირდა ფიზიკური ღილაკების რაოდენობა. ასევე დაემატა ახალი საჭე, ინტერიერის განათება და სათავსო უსადენო დამუხტვისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები