„თეთრ ჰაკერთა“ ჯგუფმა Kia-ს ავტომობილების უსაფრთხოების სისტემაში სერიოზული ხარვეზი აღმოაჩინა. ეს ხარვეზი მათ საშუალებას აძლევს, რომ მილიონობით ავტომობილზე დისტანციურად მოიპოვონ წვდომა. პრობლემა ბევრ სამოდელო ხაზს მოიცავს, დაწყებული 2014 წლის Sportage-ით, 2025 წლის Carnival-ით დასრულებული.
ჰაკერებმა იმის დემონსტრირება გადაწყვიტეს, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე წამში ავტომობილის მთავარ ფუნქციებზე წვდომის მოპოვება, ისეთზე როგორიცაა – გეო-ლოკაცია, კარების დაბლოკვა და ძრავის ამუშავება, ასევე მეპატრონის პირადი ინფორმაციის მიღება.
ყველაზე საგანგაშო სწორედ ეს ბოლო ინფორმაციაა, ბოროტმოქმედებს შეუძლიათ მეპატრონის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სახლის მისამართიც კი გაიგონ.