Kia თავისი ორი ახალი კროსოვერის – Sorento-სა და Sportage-ის მფლობელებს ურჩევს, რომ შენობის შიგნით არ დაპარკინგდნენ. ავტომწარმოებელი იწყებს უკან გამოწვევის კამპანიას, რომელიც 2014 წლიდან 2022 წლამდე გამოშვებულ 70 ათას კროსოვერს მოიცავს. ეს მოდელები გარკვეული დეფექტის გამო აალების საფრთხის ქვეშაა.
საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, ამ დროისთვის Sorento-ს აალების სამი შემთხვევაა ცნობილი და რაც ყველაზე ცუდია, ხანძარი შესაძლოა გამორთული ძრავას დროსაც კი გაჩნდეს.
Kia-ს წარმომადგენლები თითოეულ შემთხვევას დეტალურად სწავლობენ, თუმცა გამოწვევის კამპანიის დასრულებამდე ორივე კროსოვერის მფლობელებს შენობა-ნაგებობებისგან მოშორებით დაპარკინგებას ურჩევენ. დილერებს დეფექტიანი მანქანების სიას 9 ნოემბერს გაუგზავნიან, კლიენტებს კი 14 ნოემბრიდან ჩააყენებენ საქმის კურსში.
ბუნებრივია, საქმის დეტალებში გარკვევამდე, ამ მოდელების გაყიდვა შეჩერდება.