Kia ყველაზე უსაფრთხო ავტომობილთა სიას შეუერთდა. ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტმა 2017 წელს გამოშვებულ kia Cadenza-ს მეორე თაობის უსაფრთხოების ცდები ჩაუტარა. შედეგად კი ავტომობილმა უსაფრთხოების დარგში საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მაშინ როცა ძლიერი შეტაკების დროს სხვა ავტომობილები სერიოზულ დაზიანებებს იღებენ, კიას სალონში მყოფი მანეკენი თითქმის უვნებელი გადარჩა. ექსპერტთა შეფასებით, თუკი ანალოგიური სიტუაცია რეალურადაც მოხდება, დიდი შანსია რომ მძღოლი სერიოზული ტრამვების გარეშე გადარჩეს.