LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მოხატული ზებრაგადასასვლელი თბილისში

61

დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში კიდევ ერთი „ზებრა“ გადასასვლელი წერეთლის გამზირზე მოიხატა.

სატრანსპორტო მოძრაობის შეუფერხებლობის გამო, წერეთლის გამზირი ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ სტუდენტებთან ერთად „ზებრა“ გადასასვლელები უკვე მოხატა ბელიაშვილისა და რობაქიძის ქუჩებზე. აღნიშნული აქციებით გამგეობა შეურთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დიდუბის რაიონის გამგეობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

12973416_425420997628546_2682499268235649761_o

12961310_425420917628554_7071995340064701230_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები