LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ორი გაირკვა: ბარსა და ბაიერნი

48

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი თანდათან დასასრულისკენ მიდის. წუხელ კიდევ გაირკვა რაღაცეები და პლეი-ოფში უკვე გასულ სამ გუნდს (“რეალი”, “სიტი”, ”ზენიტი”) კიდევ ორი დაემატა – “ბარსელონა” და “ბაიერნი”.

E ჯგუფი

ბარსელონა” მაგარ ფორმაშია. ”რეალის” შემდეგ არც “რომა” დაინდო. ლუის ენრიკეს გუნდმა 6:1 გაიმარჯვა. დაბრუნებულმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, ისევე როგორც ლუის სუარესმა.

ლევერკუზენის ”ბაიერი” ”ბატესთან” მარცხს 68-ე წუთზე გადაურჩა.

ბარსელონა – 13 ქულა; რომა – 5; ლევერკუზენი – 5; ბატე – 4.

ბოლო ტური. 9 დეკემბერი:

ლევერკუზენი-ბარსელონა, რომა-ბატე

F ჯგუფი

ლონდონის “არსენალი” ბრძოლას განაგრძობს. ”მეთოფეებმა” 3:0 მოუგეს ზაგრების “დინამოს“, დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა. “ბაიერნმა” “ოლიმპიაკოსი” 4:0 გაანადგურა და პლეი-ოფშია.

ბაიერნი – 12 ქულა; ოლიმპიაკოსი – 9; არსენალი – 6; დინამო – 3.

ბოლო ტური. 9 დეკემბერი:

დინამო-ბაიერნი, ოლიმპიაკოსი-არსენალი

G ჯგუფი

კიევის “დინამომ” მოულოდნელად სტუმრად 2:0 დაამარცხა “პორტუ” (გოლები:იარმოლენკო-პენ და გონსალესი) და ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, 10-10 ქულა აქვთ “პორტუსა” და “ჩელსის“. ლონდონელებმა  4:0 აჯობეს “მაკაბის”. გოლები გაიტანეს კეჰილმა, ვილიანმა, ოსკარმა და ბაბამ.

ჩელსი – 10 ქულა; პორტუ – 10; დინამო – 8; მაკაბი – 0.

ბოლო ტური. 9 დეკემბერი:

დინამო-მაკაბი, ჩელსი-პორტუ

H ჯგუფი

ზენიტს” არაფერში აღარ სჭირდებოდა მოგება, მაგრამ მაინც აჯობა “ვალენსიას“. მატჩის გმირი არტიომ ძიუბაა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა 2:0 დასრულებულ შეხვედრაში. “ზენიტმა” ხუთიდან ხუთივე მოიგო.

გენტმა” ბოლო წამს დაამარცხა სტუმრად “ლიონი” და მოულოდნელად პლეი-ოფს მიუახლოვდა.

ზენიტი – 15 ქულა; გენტი – 7; ვალენსია – 6; ლიონი – 1.

ბოლო ტური. 9 დეკემბერი:

ვალენსია-ლიონი, გენტი-ზენიტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები