კომპანია Infiniti-მ ახალი ქროსოვერი QX60 წარმოადგინა. მოდელის სტანდარტული ვერსია, რომელიც 2017 წელს გამოვა, ძირითადად ჩრდილოთ ამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
ჯიპის არამოდიფიცირებული ვერსია აღჭურვილია 3.5 ლიტრიანი ატმოსფერული V6 ტიპის ძრავით, რომელიც 265 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 366 ნმ ბრუნის სისწრაფითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება QX60-ის ჰიბრიდულ მოდიფიკაციას, აღნიშნული ვერსია ამერიკულ ბაზარზე არ გამოჩნდება და სხვა კონტინენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
Infiniti QX60-ის მოდიფიკაცია წარმოდგენილია 2 ტიპის ძრავით. ელექტროძრავითა და სტანდარტული ბენზინის გამწევით.
მოდიფიკაციის სავარაუდო ფასი მის ოფიციალურ პრემიერამდე უცნობია.