კიმ ბესინგერისა და ალეკ ბოლდუინის 22 წლის შვილი, აირლენდ ბოლდუინი სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტუალურია. ახალგაზრდა მოდელი ხშირად აქვეყნებს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“. ამჯერად ცნობილი მსახიობების შვილმა გვაჩვენა, როგორ უნდა მოვრწყათ ყვავილები საცურაო კოსტიუმში და სწორედ ასეთი ფოტო გამოაქვეყნა. ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი პროვოკაციული ფოტო, სადაც აირლენდი ნახვერად შიშველი მკერდით პოზირებს.
ცოტა ხნის წინ კი მოდელმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PETA-ს ღია მხარადაჭერა გამოუცხადა და ინტერნეტში სრულიად შიშველი ფოტო გააზიარა. მოდელის მტკიცებით, უკეთესია იარო შიშველმა, ვიდრე მოკლა ცხოველი. 24 წლის წინ ამავე აქციაში კიმ ბესინგერიც აქტიურად იყო ჩართული.