LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოთეატრი ამირანი იაპონურ ანიმეს მასპინძლობს

365

იაპონიის საელჩო, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბერის ჩათვლით, კინოთეატრ “ამირანში” იაპონური ანიმეს ფესტივალს მართავს.

 

ანიმეს ფესტივალი 7-8 ნოემბერს საქართველოს რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება.

ფესტივალი გაიხსნება 31 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“, სადაც წარმოდგენილი იქნება იაპონური ანიმე „სიტყვების ბაღი“.

1-2 ნოემბერს კონოთეატრ „ამირანში“ წარმოდგენილი იქნება ორი ანიმე –  „ფერადი“ და  „ჭკვიანური თამაში“. ასევე, 7-8 ნოემბერს, რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ნაჩვენები იქნება სამი ანიმე – „ივის დრო“, „ღრუბლებს მიღმა“ და განმეორებით „სიტყვების ბაღი“.

ყველა ფილმი წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ქართული სუბტიტრებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები