LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიო 1990 – დეკადის რჩეულის ,,ავტოსთორი”

93
Clio-fase-1

არსებობენ საზოგადოებისთვის სათაყვანებელი ავტომობილები და ისეთები, რომლებიც გარკვეული ეპოქისთვის ერთი მარტივი სიტყვით, ,,იკონურ” მოდელებს წარმოადგენენ. ასეთის სახელი ერთმნიშვნელოვნად რთულია არ იცოდე. შეიძლება არ გქონდეს ნანახი, მაგრამ ერთხელ მაინც, შენი ავტომოყვარული მეგობრისგან აუცილებლად გექნება გაგებული.

ავტოსთორის ფარგლებში წარმოგიდგენთ სერიას, რომელიც ერთი კონკრეტული წლის, ყველაზე გამორჩეულ მოდელს გაგაცნობთ.

აღმოჩნდა, რომ არა მაინც და მაინც ეპოქის ან დეკადის, არამედ, ერთი კონკრეტული წლისთვისაც კი მოიძებნება მანქანა, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო, საერთო ავტომფლობელთა შეთანხმების თანახმად.

სიახლე ალბათ არაა ის, რომ სახელი “Renault” ყველასათვის ნაცნობია, იგი ავტომობილის წარმოების ფრანგული კომპანიაა და ახლა მის კოლექციაში შემავალ, ერთ გამორჩეულ მანქანაზე ვისაუბრებთ. გადავინაცვლოთ ახლა უკვე შორეულ 1990 წელიწადში.

ამ დეკადის დასაწყისში, მაშინ როდესაც სხვა გაცილებით უფრო ცნობილი ავტობრენდები ერთმანეთს კუნთებსა და ძრავებს ატოლებდნენ, ავტობიზნესში გამოჩნდა მანქანა Clio. ის არ იყო გასაოცარი სიახლის წამომწყები და არც რაიმე რევოლუცია მოუხდენია ინდუსტრიაში.

თუმცა ის იყო კულტურული, მარტივი, კომპაქტური და ხელმისაწვდომი ავტომობილი.

Clio ავტო მწარმოებლისთვის საკმაოდ კარგი პროდუქტი აღმოჩნდა, ცხადია კომერციული თვალსაზრისით.  ის VW Golf-თან და Vauxhall Astra/Opel Kadett-თან ერთად ევროპის ჯილდოს მფლობელი ორჯერ, 1991 და 2006 წლებში გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები