„ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ფეხბურთელები ბავშვობის ფოტოებით იცნო. და ყველა მათგანი შეაქო.
ფინალი სულ უფრო ახლოსაა, ამიტომ მონაწილე გუნდების წევრებისადმი ინტერესი მატულობს. კლოპი განსაკუთრებით პოპულარულია. გარდა ინტერვიუებისა, უეფამ გერმანელი სპეციალისტი აიძულა ფეხბურთელები ბავშვობის დროინდელ ფოტოებზე ეცნო.
ვიდეოდან გაიგებთ:
ვინ არის დედა, მამა და ბაბუა ისტორიაში ყველაზე ცბიერი კუთხურის;
ვინ არ არის კმაყოფილი სათამაშო დროით;
ვის ყავს ლამაზი ცოლ-შვილი;
ვინ გავდა ბავშვობაში ჯინი ვეინალდუმს;
რომელ სპორტშია კიდევ წარმატებული ჯეიმს მილნერი.
მოკლედ, ნახეთ კლოპის უნარ-გამოცდა.