LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუნები იტალიაში ისვენებენ

26

ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო გავიდა, რაც ჯორჯ და ამალ კლუნები ტყუპების მშობლები გახდნენ. მას შემდეგ სულ რამდენჯერმე დააფიქსირეს მშობლები პაპარაცებმა. როგორც ჩანს, ვარსკვლავები მთელს თავისუფალ დროს შვილებთან ატარებენ, თუმცა არც რომანტიკულ გასვლებს ივიწყებენ.

ამ დროისთვის ოჯახი იტალიაში ცხოვრობს. სწორედ იქ დააფიქსირეს პაპარაცებმა ცოლ-ქმარი, რომლებიც ადგილობრივ რესტორანში სავახშმოდ მიდიოდა.

ვახშმისთვის ამალმა მოკლე ყვითელი კაბა შეარჩია, რომელიც ძალიან უხდებოდა. არანაკლებ სიმპატიურად გამოიყურებოდა ჯორჯიც: მას ჯინსი და მოკლე სახელოიანი თეთრი პერანგი ეცვა. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები