„ლეიკერსის“ ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი კალიფორნიაში დაკრძალეს.
The Los Angeles Times-ის ინფორმაციით, დაკრძალვა 7 თებერვალს კორონა დელ მარის მემორიალურ პარკ „პასიფიკ ვიუ“-ში შედგა. ოჯახი დაღუპულებს უცხო პირების გარეშე დაემშვიდობა.
დამშვიდობების ოფიციალური ცერემონია კი „ლეიკერსის“ არენაზე 24 თებერვალს შედგება. თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ: 24 – ბრაიანტის ერთ-ერთი სათამააშო ნომერია, ხოლო ნომერი 2-ით (თებერვალი – მეორე თვეა) მისი ქალიშვილი გამოდიოდა.
კალათბურთელის კერძო ვერტმფრენი 26 იანვარს ლოს ანჯელესის გარეუბან კალაბასასში დილის 10 საათზე ჩამოვარდა. კობის გარდა კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა.
კობი ბრაიანტის მეუღლის მორიგი ემოციური პოსტი და ვიდეო: რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას ვანესა ბრაიანტი
კობი ბრაიანტი ნბა-ს 5-გზის გამარჯვებულია და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.