ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიაციალურად დაარეგისტრირა.
საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი თბილისის ”დინამომ” წარადგინა.
ფეხბურთის ფედერაციაში კობიაშვილი ”დინამოს” პრეზიდენტთან რომან ფიფიასთან ერთად მივიდა.
ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე კობიაშვილს გულშემატკივრები დახვდნენ.