LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Koenigsegg Agera RS სიჩქარის მსოფლიო რეკორდს ამყარებს

154

ცოტა ხნის წინ, შვედურმა ჰიპერქარმა Koenigsegg Agera RS სერიულ ავტომობილებში სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავტომობილი 444,6 კმ/საათამდე აჩქარდა. თუმცა, ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტომობილს უფრო მეტიც შეუძლია. ავტომობილის რეკორდული გარბენი სამოქალაქო საბურავებით Michelin Pilot Sport Cup 2 განახორციელეს, რომელიც ამ მოდელისთვის შეიქმნა.

სისწრფის ახალი რეკორდის დამყარების მცდელობისას ასეთმა საბურავებმა შესაძლოა სიმხურვალეს ვერ გაუძლონ და აფეთქდნენ. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული საბურავები 480 კმ/სთ სიჩქარესაც გაუძლებს. ბრენდის დამფუძნებელი, ქრისტიან კოენიგსეგი ვარაუდობს, რომ ამჟამად სავსებით შესაძლებელია ჰიპერქარის ისე გადაწყობა, რომ მან 480 კმ/სთ სამოქალაქო საბურავებით განავითაროს, თუმცა, ასეთ დავალებას შვდური მარკა საკუთარ თავს არ წაუყენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები