LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Koenigsegg Jesko-მ 4 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

114
Koenigsegg Jesko-მ 4 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჰიპერქარმა Koenigsegg 0-400-0-ის შეჯიბრში ახალი რეკორდი დაამყარა. ჩქაროსნულ Jesko-ს ასეთი შედეგის მისაღებად სულ 27,83 წამი დასჭირდა. შედარებისთვის Koenigsegg Regera-მ იგივე მაჩვენებელი 28,81 წამში დააფიქსირა, ხოლო rimac Nevera-მ – 31,49 წამში.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტისთვის სტანდარტული სპეციფიკაციის მანქანა გამოიყენეს და ერთადერთი რაც შეცვალეს იყო უსაფრთხოების კარკასი მძღოლის სავარძლისთვის. საწვავის ავზშიც ჩვეულებრივი ბენზინის ნაცვლად ბიო ეთანოლი E85 ჩაასხეს.

საინტერესოა, რომ Jesko-ს ძრავა 5 ლიტრის მოცულობის V8 აგრეგატია, ორი ტურბო კომპრესორით, რომელიც ჩვეულებრივი ბენზინის მოხმარების დროს 1280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბიო ეთანოლზე სიმძლავრე 1600 ცხენის ძალამდე იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები