LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Koenigsegg-მა გადაწყვიტა მესამე სუპერქარი გამოუშვას

41

კომპანია „Koenigsegg“ წარმოებაში კიდევ ერთი, რიგით მესამე, სუპერქარის ჩაშვებას აპირებს. შვედური კომპანიის ხელმძღვანელი მარკ კრისტიანი აღნიშნავს, რომ ახალი მოდელი წარმოებული იქნება ჰიპერავტომობილის „One 1“-ის ბაზაზე.

გარდა ამისა, კომპანიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მიანიშნა გულშემატკივრებს, რომ სუპერქარზე მუშაობა უკვე დაწყებულია. თუმცა, შიდა სამზარეულოს შესახებ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ახმაურებენ.

საბოლოო ჯამში შვედური კომპანია, არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში ოთხ კარიანი ავტომობილის წარმოებასაც.  რაც შეეხება რიგით მესამე სუპერქარს, მისი პრეზენტაციის თარიღი არ ხმაურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები