LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლექციონერმა ტანკი იყიდა, რომლის ავზშიც ხუთი ოქროს ზოდი იპოვა

75

სამხედრო ტექნიკის მოყვარულმა ნიკ მიდმა ტანკი Т-54 შეიძინა. მას ეჭვიც კი არ ჰქონია, რომ მასში თავად შენაძენზე 70-ჯერ ძვირფას განძს იპოვიდა. ნიკ მიდმა ტანკი eBay–ზე იყიდა. საომარ ავტომობილში კოლექციონერმა 37 000 დოლარი გადაიხადა. ბრიტანელი შოკში ჩავარდა, როდესაც მისი საწვავის ავზში ხუთი ზოდი ოქრო იპოვა. საინტერესო ის არის, რომ ტანკის წინა მფლობელმა, მიუხედავად იმისა, რომ მას რესტავრაცია ჩაუტარა, ოქრო ვერ იპოვა. სპეციალისტებმა ნიკის აღმოჩენა 2 500 000 დოლარად შეაფასეს. სავარაუდოდ, საწვავის ავზში ოქროს ზოდები ირანელმა სამხედრო მოროდიორებმა 1990 წელს, ქუვეითში შეჭრისას დამალეს.

ბრიტანელს კოლექციაში 150 ტექნიკა აქვს. მან ტანკი ჯო ჰიუიზისგან იყიდა, რომელმაც ძრავი შეარემონტა და მუხლუხები გამოუცვალა. ნიკმა შეძენის შემდეგ, თავის მექანიკოსთან ერთად ტანკის შემოწმება სამხედრო მარაგსა და ტყვიაზე დაიწყო. ასე იპოვეს ოქრო. ამის შემდეგ კოლექციონერმა პოლიციას მიმართა, რადგან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ბრიტანელი ამბობს, რომ არ შეიძლება ასე უბრალოდ ბანკში მიხვიდე და ხუთი ზოდი ოქრო ფულში გადაცვალო.

ტანკის შესწავლამ აჩვენა, რომ ის საბჭოთა Т-54-ის ჩინური ასლია. აწყობილია 80-იან წლებში. პოლიციამ ბრიტანელს დროებით ოქრო ჩამოართვა. სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, ხომ არ არის განძი მოპარული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები