საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პოპულარული და მდიდარი კომპანიების უმრავლესობა უპილოტო ავტომობილების დამზადებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ კომპანიათა რიცხვს შეუერთდა ჩინური გიგანტი Baidu-ც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში სპეციალურად ასეთი ავტომობილის გამოსაცდელად გარკვეული მიწის მონაკვეთი შეისყიდა.
როგორც ცნობილი ხდება, კომპანა Baidu-ს ჩაფიქრებული აქვს უპილოტო ავტომობილების დამზადება, თუმცა პირველი 3 წლის განმავლობაში მათი ფინანსები შესაბამისი პოლიგონის მოწყობასა და სპეციალისტების მოძიებაში დაიხარჯება.
აღსანიშნავია ისიც, რომ Baidu-ს ავტომობილები Chery Automobile-ს ბაზაზე დამზადდება, რომელთანაც Baidu-მ რამდენიმე დღის წინ გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთხსენებული კომპანიები ერთდროულად ორ პროექტზე მუშაობენ, რომლებიც ტესტირებისთვის მზად უახლოეს თვეებში იქნებიან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ტესტირების მასშტაბებს კომპანიები ნელ-ნელა გაზრდიან. მათი თქმით, ათწლეულის მიწურულს უპილოტო ავტომობილები მგზავრების ტრანსპორტირებასაც შეძლებენ…