ცნობილი, ნაკაწრებგამძლე შუშების მწარმოებელმა კომპანია – Corning-მა, Gorilla Glass 5 წარმოადგინა.
კომპანიის მიერ შემუშავებული შუშები ძირითადად კომპიუტერულ ტექნიკაში ან სმარტფონებში გამოიყენება.
მწარმოებლის განცხადებით, შუშა გაცილებით გამძლე გახდა და, Gorilla Glass 4-სგან განსხვავებით, მისი კაწვრის ან მსხვრევის რისკები ფაქტიურად განახევრებულია .
თუ Gorilla Glass 4 მხოლოდ 1 მეტრიდან ვარდნას უძლებდა, Gorilla Glass 5 ფაქტიურად 0.6-ით გაზრდილი მანძილიდან (1.6 მ) ნებისმიერ ზედაპირზე ვარდნის შემთხვევაშიც არ დაზიანდება.
Gorilla Glass 5-ის შექმნა კომპანიამ გარკვეული დაკვირვების შედეგად გადაწყვიტა:
მწარმოებლის სპეციალისტების განცხადებით, მომხმარებლების უმეტესობა ყოველწლიურად ეკრანის დაკაწვრასა და სმარტფონის დისფლეის გატეხვას უჩივის. შესაბამისად შუშის დაცულობისა და გამძლეობის მოთხოვნილება გაცილებით გაიზარდა.
კომპანია Corning-მა განახლებული შუშის ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ, შთამბეჭდავი ვიდეო წარმოადგინა.
გთავაზობთ ვიდეოს: